კარგია სოფელი.იგი საოცრად თბილი,კეთილი და ხელგაშლილია სტუმრის მიმართ.სითბოს, სიყვარულს მონატრებული სწრაფად აინაზღაურებ ამ დანაკლისს სოფელში ცოტა ხნით ჩასულიც კი.ბედნიერია იგი ვისაც აქვს სოფელი და ორმაგად ბედნიერია იგი ვინც ამ ყოველივეს აცნობიერებს(ილია ჭავჭავაძე).სოფელი პირველ რიგში ჩემთვის ბებია-ბაბუის ასოციაციას იწვევს. შემდეგ პატარა იმერული ოდების, სოფლის შარაგზიდან რომ მოჩანს ამ ოდების საკვამურიდან ამომავალი კვამლის და სულ ბოლოს გვიანი შემოდგომის ან ზამთრის(რადგანაც სწორედ ამ პერიოდში თუ ვახერხებ ხოლმე სოფელში ჩასვლას).
ბუნებაც ამ დროს პირქუში და ცივია, მაგრამ შენს კარ-მიდამოს მონატრებული ყველაფერი თბილი და მიმზიდველი გეჩვენება. ასე იყო ახლაც... დილიდან მოღრუბლული ამინდი იყო, დღის განმავლობაში რამდენჯერმე იწვიმა და გამოიდარა,აი ღამით კი ისეთი თქეში იყო რომ...გარეთ გახედვა შეგზიზღდებოდა.
გვიანი შემოდგომის სურნელი ტრიალებდა,ხეები ფოთლებისგან დაცარიელებულიყო და ისეთი შეგრძნება გეუფლებოდა თითქოს,სიცივსგან კანკალებენო. იმერლებს კახელებისგან განსხვავებით დიდი რაოდენობით ყურძენი(ვაზი)არ გვაქვს, მაგრამ აქა-იქ ცოტაოდენი ადესის ან ალადასტურის ჯიშის ყურძენი არის.მეც მონატრებული ბებიების გარდა სწორედ ალადასტურის დასაკრეფად ჩამოვედი.სოფელი საქმიანი ფუსფუსით შემეგება. საქმე ძალიან ბევრი გვქონდა დრო კი სამწუხაროდ ძალიან ცოტა.ჩვენც ყველაფერს ნელ-ნელა შევუდექით და შუადღისთვის უკვე ყურძენი დაკრეფილი გვქონდა. როგორც წესი ალადასტურის ჯიშის ყურძენი ძალიან პრეტენზიულია და ძირითადად მთაგორიანი ნიადაგი სჭირდება და ხშირად საჭიროებს შეწამლვა-გაკვირტვას.დაკრეფილი ყურძენი საწნახელში მოვათავსეთ და ...
ცოტა ხანში შეშის მოჭრა დავიწყეთ.ღვთის წყალობიო ეზოში (ეზო პირობითად თორემ 2 ჰექტარს აღწევს ფართობი) ხეთა სიმცირეს არ ვუჩივით და მოსაჭრელი ხეც იოლად შევიგულეთ. ჭარმაგ,მაგრამ მაინც უკვდავ მუხას ხმელი ტოტები დავაჭერით,(გულში რაღაც ჩამწყდა, ბავშვობის დროს სკოლაში ნასწავლი რ. ინანიშვილის "მუხა" გამახსენდა) შემდეგ ისეთი ზომა მივეცით დაჭრილ ტოტებს ბუხარში, რომ ადვილად მოთავსებულიყო.ამ საქმესაც ადვილად გავართვით თავი და ვახშმობის დროც მოვიდა.
უგემრიელესია ბებიის მიერ კეცზე გამომცხვარი ხაჭაპური, ნეშოს ფოთლების არომატში გამომცხვარი მჭადი, წითელი ლობიო, სოკო და შავი ღვინო(იმერული), ალადასტური.მთელი დღის განმავლობაში ნამუშავარ და მოშიებულებს გვეამა ბუხრის ახლოს გაწყობილ პატარა ტაბლაზე გაწყობილი სუფრა.დრო ძალიან სწრაფად გავიდა ("დრო სუნთქვასავით გარდასული" ან ფილიპი) და იძულებულნი ვიყავით მალევე გამოვბრუნებულიყავით უკან.
კარგი საქმე გავაკეთეთ,მართლაც კარგი...ბებია გავახარეთ, ეზოსაც მივხედეთ, ყურძენი დავკრიფეთ ... და შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ.
ვბრუნდებოდი უკან თბილისში და რაღაცნაირად გული დარჩენას მთხოვდა, დარჩენას იქ - სადაც არც ტელეფონია,არც ცხელი წყალი, რომ არაფერი ვთქვათ ცივილიზაციის ისეთ მიღწევაზე, როგორიც ინტერნეტია(მართალია "ტელეკომის" მაგრამ, მაინც :D:D:D) და მივხვდი რაც იყო ის რაღაც, რაც დარჩენას მავალდებულებდა...ეს იყო მეოცე საუკუნის ქართული(და არამარტო...) პოეზიის უგვირგვინო მეფის გალაკტიონის(მეც იმავე რაიონიდან გახლავართ საიდანაც გალაკტიონი(ვანის რაიონი) )
ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გავიარე, რაა მამული ?!
წინაპართაგან წავიდა ყველა...სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული...
(იმედია მალე მოვეგებიოთ გონს და გავაანალიზებთ იმ საუნჯეს რასაც "ჩვენი სოფელი" ქვია...(წუთისოფელია და არა წუთიქალაქი....რაც არ უნდა იყოს )
Le week-end a la campagne - შაბათ - კვირა სოფელში
Posted by STRIKER at 12:41 AM 0 comments
ზ ღ ვ ა
შენ ქარიშხალი გინახავს ზღვაზე ? მოგისმენია გრიალი ზღვისა ?
იგი ბრაზდება საკუთარ თავზე, როცა სიყვარულს უცქერის სხვისას
იცი რად არის გაბრაზებული ? რად ახლის ნაპირს ტალღებს ქაფიანს ?
ზღვასაც ყოლია შეყვარებული, და მერე რწმენა დაუკარგია...
საკუთარ ტალღით მოუკლავს თურმე,საკუთარ გულში დაუმარხია
და ახლა როცა ბნელდება ზღვაზე,როცა სიყვარულს უცქერის სხვისას,
საკუთარ სატრფოს იგონებს დარდით, და ეს გრიალი დარდია ზღვისა.
Posted by STRIKER at 2:30 PM 0 comments
ს ა მ ნ ი
ბენზინის სუნი, დისკები,ჟურნალ-გაზეთები და სხვა ქაღალდები უწესრიგოდ იყო მიმოფანტული მანაქანის სალონში.იგრძნობოდა რომ მანქანის პატრონი ახალგაზრდა, ოდნავ თავქარიანი და მოუწესრიგებელი ადამიანი იყო.
ლევანმაც გასულ წელს დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი და მამამისის კერძო კომპანიაში მუშაობს,მაგრამ ზუსტად რა თანამდებობაზე თავადაც არ იცის.მის მრავალმხრივ გატაცებას მოიცავდა:სპორტი,მუსიკა და რაღა თქმა უნდა კლუბური ცხოვრება.მისი ნახვა ყოველთვის შეიძლებოდა ღამის კლუბებში.მუდმივად გამოუძინებელი და დაღლილი ადამიანის იერი ჰქონდა, თუმცა კი შინაგანად ყოველთვის გააჩნდა დამატებითი ენერგიის რესურსი...
მანქანა ნელ-ნელა უახლოვდებოდა დანიშნულების ადგილს.ჯაბა კვლავაც ენერგიულად ატრიალებდა საჭეს,მაგნიტოფონში კი ამჯერად NIRVANA მღეროდა.გულისგამაწყალებლად ეკითხებოდა კობეინი მის "სატრფოს", თუ სად გაატარა ამ უკანასკნელმა გასული ღამე...ლევანს კვლავ ეძინა,გიორგი კი...გიო ფიქრებს წაეღო, სადღაც შორს,ცაშ ი ყურებოდა...
- მოვედით ბიჭო როგორც იქნა...ჯაბამ მანქანა გააჩერა და ძრავი გამორთო.
- ბიჭო "ამას" კიდევ სძინავს ტო...ღიმილით ჩაილაპარაკა გიორგიმ და ჯაბას თვალი ჩაუკრა. - მოდი ლევანი გავაღვიძოთ ჯაბა, ოღონდ ჩვენებურად.
- კაი OK,მაგრამ გული არ გავუხეთქოთ ბიჭო.
- ლევაააააააააააააააააააააააან, ადექი ბიჭო ჩქარა...ძაღლები არიან ეეეეეეეეეეეეე !!!
ლევანი შეშინებული წამოხტა, აქეთ-იქეთ გაიხედა თითქოს ვიღცას ეძებსო, მერე მეგობრებს მიაშტერდა,თავი გვერდზე გადააქნია და სიცილი აუვარდა.
***
მეგობრებმა კარავი დადგეს.სუფრა გაშალეს,ხაჭაპური,ძეხვი,ყველი,პური დაჭრეს.ერთჯერადი ჭიქები არყით შეავსეს და მათი მთავარი იარაღი - გიტარა გვერდით "მოისვეს".
ყველაფერი საოცრად გემრიელი ეჩვენებოდათ მეგობრებს(ერთმანეთს სიტყვით ეფერებოდნენ,ეალერსებოდნენ...თითქოს ბავშვობას იხსენებდნენ, იმ უდარდელ დროს, რომელმაც თვალსა და ხელს შორის გაირბინა და უკვე და ვაჟკაცებულები შეატოვა ერთმანეთს) . ყაზბეგის სუფთა ჰაერი ეამათ.უკიდეგანო მთები,მიუდმივი ბურუსითა და ნისლით დაფარული ყაზბეგის სილუეტი კიდევ უფრო მომხიბლავს ხდიდა ამ ყოველივეს.
გვიანობამდე იქეიფეს, გულით გაიხარეს, ბავშვებივით ეფერებოდნონ და ეთამაშებოდნენ ერთმანეთს, უამრავ ისტორიას იხსენებდნენ მათი წარსულიდან...დაიღალნენ,მოიქანცნენ ალკოჰოლმაც თავისი გაიტანა და მთელი დღის ნამგზავრთ ტკბილად ჩაეძინათ.
***
სადღაც შორიდან ძაღლის ყეფა მოისმოდა,ციოდა,ქარი ქროდა...საოცრად ლამაზი და იდუმალი იყო არე-მარე...იქ მთაში.მეგობრებს კი ეძინათ, ეძინათ ტკბილად.არ ეძინათ მხოლოდ მთებს,რომელნიც თითქოს გუშაგებივით იცავდნენ სოფელს.შეუცნობელია მთის სული და იდუმალება, დაუვიწყარია მთის ბუნება...
ბუნება მბრძანებელია იგი მონაა თავისა
ზოგჯერ სიკეთეს იხვეჭის, ზოგჯერ მქნელია ავისა,
საცა პირიმზეს ახარებს, იქვე მთხრელია ზვავისა,
მაინც კი ლამაზი არის, მაინც სიტურფით ყვავისა
(ვაჟა-ფშაველა)
Posted by STRIKER at 5:54 AM 0 comments
ყ ვ ა ვ ი ლ ე ბ ი
სანდროს მშვენიერ ხასიათზე გაეღვიძა. ერთხანს ლოგინში იწრიალა,ჭერს უყურებდა და...ფიქრობდა,თან ეღიმებოდა. რაღაც საამურ გრძნობას შეეპყრო და მთლიანად მოეცვა იგი. ახალგაზრდა ადამიანის გულს სიყვარული სწვეოდა(რა პათეტიურად ჟღერს,რომელიღაც მოსაწყენი ნაწარმოებიდან ამოჭრილ ფრაზას წააგავს,მაგრამ...). სურდა საყვარელი ადამიანისთვის ყოველი დღე გაელამაზებინა,რაიმე ახალი,საინტერესო ჩაედინა მისი გულის მოსაგებად...ყურადღების მისაქცევად. გეგმები და სურვილი გრანდიოზული გააჩნდა, სახსრები - მოკრძალებული.
სწრაფად წამოხტა ფეხზედ, სპორტულად (ბიჭო,ბიჭო რა სიტყვებია...) გაიზმორა და სააბაზანოსკენ გაემართა,მაგრამ გზად თავისი უსაყვარლესი ჯგუფის, Pink Floyd-ის ცნობილი ჰიტი "Hey you" ჩართო. ხელ-პირი დაიბანა, კბილები გამოიხეხა....შემდეგ კი კარადას მიადგა და ტანსაცმელი ჩაიცვა. თავში უამრავი აზრი მოსდიოდა...რა ვუყიდო ? რა მოეწონება ? ტკბილეული,ფუმფულა სათამაშო,სუნამო თუ ყვავილები ? ბოლოს არჩვანი ამ უკანასკნელზე შეაჩერა და რაღაც სითბო იგრძნო,ერთიანად დაუარა მთელს სხეულში.თავისთვის გაიფიქრა,რა მნიშვნელობა აქვს საჩუქარი ძვირფასი იქნება თუ შედარებით მოკრძალებულიო....მთავარი ხომ საყვარელი ადამიანისადმი ყურადღების გამოჩენააო და სახლიდან გავიდა.
ყაზბეგის ქუჩიდან პეკინამდე სამარშრუტო ტაქსს გასასვლელად ათი წუთი დასჭირდა...ყვავილების მაღაზიაში, მხოლოდ გამყიდველი იყო. რომელი ყვავილები მივართვა ? თავისსავე სულელურ შეკითხვაზე თავადვე გაეღიმა სანდროს....ვარდები,რა თქმა უნდა ვარდები ! მაგრამ რა ფერის ??? წითელი ? - ბანალურია, მუქი წითელი(მეწამული) - არა,რაღაცნაირ ცუდ ასოციაციას იწვევდა მასში ამ ფერის ყვავილი.თეთრი ვარდები იდეალურია.სურნელოვანი,უეკლო თეთრი ვარდები...და რამდენი ცალი ? რამდენი წლისაცაა ! უკარნახა გონების ხმამ...გადათვალა სწრაფად თავისი შესაძლებლობანი...თანხა აკლდებოდა...მაშინ შვიდი ცალი იყოს ... და რატომ შვიდი ? იმიტომ,რომ შვიდი საკრალური რიცხვია და თანაც...საათი იყო შვიდი, დილა გათენდა მშვიდი ! ბუკეტს პატარა ბარათიც დაურთო თან - "მსოფლიოსი ულამაზეს და უსაყვარლეს არსებას..."სანამ საყვარელი ადამიანის სახლს მიადგებოდა,გზად "რაფაელოც" შეიძინა, რომელიც მასში ადრე ირონიულ ღიმილს იწვევდა (უშინაარსო რეკლამის გამო...ქოქოსის მსუბუქ ფანტელებში გახვეული ნუშის მთლიანი გული...)...
სახლს რომ მიადგა...კარზე დაკაკუნება ვერ გაბედა,რაღაც უხერხულობის გრძნობამ შეიპყრო.იქვე პატარა ბიჭი დაინახა და მას თხოვა დახმარება,მას გაატანა ყვავილები და "ის",რასაც იმედი,გრძნობა და კიდევ ათასი რამ ქვია.
...
ენით აუღწერელ სიმსუბუქეს და კმაყოფილებას გრძნობდა გრძნობდა სანდრო...მიხვდება ? ალბათ კი...თუ არა და რა მნიშვნელობა აქვს ?! მე ხომ ეს გულით ჩავიდინე და დასაძრახს,დასაცინს ვერაფერს ვხედავ...
"ერთი დღის სიცოცხლის მქონე ყვავილში უფრო მეტად შეიგრძნობა სიცოცხლე(სიცოცხლით ტკბობა), ვიდრე ათასწლოვან ქვის ლოდში"...
Posted by STRIKER at 11:53 PM 0 comments
კ ო მ ე დ ი ა ნ ტ ი
ვინ დაუჯერებს კომედიანტს ? ...ვინ ამოიკითხავს მის გულის ნადებს და ვინ შეიცნობს მის შინაგან სამყაროს, იმ სამყაროს, რომელიც მისი ნიღაბის უკან იმალება ... ?
ბრძენკაცს უთქვამს : კომიკოსები(კომედიანტები) რეალურ ცხოვრებასი საკმაოდ ნაღვლიანი ბუნების ადამიანები არიან,მარტოსული და თავის თავში ჩაკეტილი ხალხიო... დავუჯეროთ ?
...
ჰენრი ჯეკმანი ახალ ნომერს დგამდა,ასე ვთქვათ ნომრის პრემიერა იყო.მან რაღაც განსხვავებული შექმნა,სხვა...ტიპიური კლოუნის ნომრებისგან განსხვავებული(ანუ მისი წარმოსახვა გასცდა კეგლებისა და ბურთების ტრიალს,რითაც კლოუნთა უმრავლესობა ართობს შეკრებილ პუბლიკას...).
..შეხედეთ როგორი ტლანქი და უმწეოა,ყველაფერი უვარდება ხელიდან.....ნომრის ბოლოს აპლოდისმენტებთან ერთად,ათასგვარი დამამცირებელი "ბუკეტით" აჯილდოვებდა საბრალო კლოუნს აჟიტირებული მაყურებელი....რა არ მიფრინავდა ბეჩავი ჰენრის მიმართულებით...ბანანის ქერქი,სიმინდის ბურბუშელები,რამოდენიმე "მადლიანმა" ვაშლიც კი "გაიმეტა" მისთვის. წარმოდგენის ბოლოს ხალხი კმაყოფილი ტოვებდა დარბაზს... ჰენრი კი,ჰენრი...უხმაუროდ შეყუჟულიყო თავის პატარა ოთახ-საგრიმიოროში და...ტიროდა, საოცრად ნაღვლიანად ტიროდა...
Posted by STRIKER at 4:56 PM 0 comments
წარმოსახვა
Imagine there is just she ... (in the middle of your heart) and yellow lemon tree !
- ვის ეძებთ აქ ? რა გნებავთ ... ? ეკითხება ახალგაზრდა ქალი უცნობ ბიჭს და თან ოდნავ ეჭვიანი,შეშინებული თვალებით უყურებს.
- იცით...(პაუზა საკმაოდ გაიწელა) აქ, ამ ეზოში დაახლოებით 6-7 წლის წინ ერთი გოგონა ცხოვრობდა,ნინო ერქვა...მგონი (ოდნავ გასაგონად დააყოლა) გვარი აღარ მახსოვს სამწუხაროდ.
- არ ვიცი...ბოდიშით, ვერ დაგეხმარებით.ცივად უპასუხა ახალგაზრდა ქალმა და სახლში შევიდა.
...
თითქოს გაბრუებული იყო კოტე, დაპროგრამირებული დადიოდა.არაფერი არ აინტერესებდა, ყველაფერი მეორეხარსიხოვანი გახდა უცბად მისთვის,მხოლოდ მას დაეძებდა, მაგრამ ვის? თავადაც არ იცოდა.მოსვენება არ ჰქონდა,რაღაც არ აძლევდა მშვიდად ყოფნის საშუალებას...არადა თითქოს ყველაფერი გააჩნდა უზრუნველი ცხოვრებისთვის,როგორც ასეთ დროს ხალხი იტყოდა, ყველაფერი ჰქონდა სრული ბედნიერებისთვის (ან კი რა იციან მათ - ნათესავებმა,ახლობლებმა...თუ რა სჭირდება ახალგაზრდა ადამიანს სრული ბედნიერებისთვის ?).ახლა ჩამოვყვებით,თითებზე დავითვლით რაცაა საჭირო "ბედნიერი ცხოვრებისთვის".სახლი,მანქანა,ფული,ჯანმრთელობა...(დიახ, სწორედ მასეთი თანმიმდევრობით ველოდებოდი "საჭირო საგნების" ჩამოთვლას...). თქვენი ფრთებშეკვეცილი ფანტაზია ბანალურ საგნებს(ნივთებს) ვერ სცდება ! მაგ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ...კოტე ერთ-ერთი უბედნიერესი ადამიანო ყოფილა დედამიწაზე.
რა არის ის რაღაც, რაღაც ერთი...რაც ადამიანთა უმრავლესობას აკლია "სრული,აბსოლიტური ბედნიერებისთვის" ? (იმედია, ყველას თავისი შეხედულება აქვს )
...
- იცით, აქ ერთი გოგონა ცხოვრობდა 7 წლის წინ...ნინო ერქვა...
- არა, ალბათ გეშლებათ...აქ არავითარ ნინოს არ უცხოვრია.
...დუმილი...
ნინი,ნინო,ნინა...არ ეძინებოდა ღამით კოტეს.დილით ყოველთვის დაღლილ-დაქანცულს ეღვიძებოდა.მოდი გიოს დავურეკავ და ვეტყვი რაც მჭირს...გამიგებს.თვითონვე ანუგეშა თავის თავი კოტემ და მობილურს გადასწვდა.
...
- გიო, ვინმე ნინი ან ნინო თუ გვყავდა ჩვენ კლასელი ან ჯგუფელი ? შეეკითხა ბავშვობის მეგობარს და თან სახე აარიდა.
- კიი, ტო კლასელი გვყავდა ერთი ნინო, მაიცა რა გვარი იყო...? აუუუ, როგორ დამავიწყდა ტოო, გამხდარი,მაღალი,წაბლისფერი თმით. გვარი აღარ მახსოვს კოტე ....
- გიო, გიო იქნებ გამიგო რამენაირად,დამიზუსტო რა.....შეძლებ ? ძალიან მნიშვნელოვანია ეგ ჩემთვის.....მუდარანარევი ხმით სთხოვა დახმარება მეგობარს.
- კოტე ნათიას გავუვლი დღესვე და დაგირეკავ ეგრევე , მაგას ეცოდინება უეჭველი.და მოხდა რამე ? რაიმე შეგემთხვა ?
- არა....ისე უბრალოდ გამახსენდა და ....აღარ დაამთავრა კოტემ სათქმელი.
...
- ალო...ხო გიო გისმენ. რაო ? რა გვარი იყოო....კიდევ გამიომეორე,რაღაც არ ისმის კარგად ..და სად ცხოვრობდაო ? ისანი-სამგორის რაიონშიო არა ?! და ქუჩა ? გიო ჯიგარი ხარ, მადლობ კიდევ ერთხელ...
კოტე უკვე ქუჩაში იყო,ტაქსი გააჩერა...ისანში გამიყვანე რა ერთი...ქუჩაც უთხრა მძღოლს და მანქანის კარები მიიხურა.
ნახავს ნეტავ....? მიაგნებს კი ? ალბათ...ალბათ.
Ou est elle ? ...Est qu'elle existe encore...nous esperons que oui, et l'amour retrouvera son chemin...
Posted by STRIKER at 2:21 PM 0 comments
La neige (თოვლი)
შენ თოვლზე თეთრი გამოჩნდი გზაზე,
ვარსკვლავს გიწყვეტდი მაშინ მე ცაზე.
შენ მოდიოდი უხმოდ, ეულად ...
და თან აფრქვევდი სურნელს ჩვეულად.
გული გიცქერდა ერთხანს მდუმარედ,
ფიფქი ცვიოდა ირგვლივ მთრთოლვარედ...
შენ კი ამაყად გათელე თოვლი
და თოვლთან ერთად ეს ჩემი გულიც.
Posted by STRIKER at 2:18 PM 0 comments