Le week-end a la campagne - შაბათ - კვირა სოფელში

კარგია სოფელი.იგი საოცრად თბილი,კეთილი და ხელგაშლილია სტუმრის მიმართ.სითბოს, სიყვარულს მონატრებული სწრაფად აინაზღაურებ ამ დანაკლისს სოფელში ცოტა ხნით ჩასულიც კი.ბედნიერია იგი ვისაც აქვს სოფელი და ორმაგად ბედნიერია იგი ვინც ამ ყოველივეს აცნობიერებს(ილია ჭავჭავაძე).სოფელი პირველ რიგში ჩემთვის ბებია-ბაბუის ასოციაციას იწვევს. შემდეგ პატარა იმერული ოდების, სოფლის შარაგზიდან რომ მოჩანს ამ ოდების საკვამურიდან ამომავალი კვამლის და სულ ბოლოს გვიანი შემოდგომის ან ზამთრის(რადგანაც სწორედ ამ პერიოდში თუ ვახერხებ ხოლმე სოფელში ჩასვლას).
ბუნებაც ამ დროს პირქუში და ცივია, მაგრამ შენს კარ-მიდამოს მონატრებული ყველაფერი თბილი და მიმზიდველი გეჩვენება. ასე იყო ახლაც... დილიდან მოღრუბლული ამინდი იყო, დღის განმავლობაში რამდენჯერმე იწვიმა და გამოიდარა,აი ღამით კი ისეთი თქეში იყო რომ...გარეთ გახედვა შეგზიზღდებოდა.
გვიანი შემოდგომის სურნელი ტრიალებდა,ხეები ფოთლებისგან დაცარიელებულიყო და ისეთი შეგრძნება გეუფლებოდა თითქოს,სიცივსგან კანკალებენო. იმერლებს კახელებისგან განსხვავებით დიდი რაოდენობით ყურძენი(ვაზი)არ გვაქვს, მაგრამ აქა-იქ ცოტაოდენი ადესის ან ალადასტურის ჯიშის ყურძენი არის.მეც მონატრებული ბებიების გარდა სწორედ ალადასტურის დასაკრეფად ჩამოვედი.სოფელი საქმიანი ფუსფუსით შემეგება. საქმე ძალიან ბევრი გვქონდა დრო კი სამწუხაროდ ძალიან ცოტა.ჩვენც ყველაფერს ნელ-ნელა შევუდექით და შუადღისთვის უკვე ყურძენი დაკრეფილი გვქონდა. როგორც წესი ალადასტურის ჯიშის ყურძენი ძალიან პრეტენზიულია და ძირითადად მთაგორიანი ნიადაგი სჭირდება და ხშირად საჭიროებს შეწამლვა-გაკვირტვას.დაკრეფილი ყურძენი საწნახელში მოვათავსეთ და ...
ცოტა ხანში შეშის მოჭრა დავიწყეთ.ღვთის წყალობიო ეზოში (ეზო პირობითად თორემ 2 ჰექტარს აღწევს ფართობი) ხეთა სიმცირეს არ ვუჩივით და მოსაჭრელი ხეც იოლად შევიგულეთ. ჭარმაგ,მაგრამ მაინც უკვდავ მუხას ხმელი ტოტები დავაჭერით,(გულში რაღაც ჩამწყდა, ბავშვობის დროს სკოლაში ნასწავლი რ. ინანიშვილის "მუხა" გამახსენდა) შემდეგ ისეთი ზომა მივეცით დაჭრილ ტოტებს ბუხარში, რომ ადვილად მოთავსებულიყო.ამ საქმესაც ადვილად გავართვით თავი და ვახშმობის დროც მოვიდა.
უგემრიელესია ბებიის მიერ კეცზე გამომცხვარი ხაჭაპური, ნეშოს ფოთლების არომატში გამომცხვარი მჭადი, წითელი ლობიო, სოკო და შავი ღვინო(იმერული), ალადასტური.მთელი დღის განმავლობაში ნამუშავარ და მოშიებულებს გვეამა ბუხრის ახლოს გაწყობილ პატარა ტაბლაზე გაწყობილი სუფრა.დრო ძალიან სწრაფად გავიდა ("დრო სუნთქვასავით გარდასული" ან ფილიპი) და იძულებულნი ვიყავით მალევე გამოვბრუნებულიყავით უკან.
კარგი საქმე გავაკეთეთ,მართლაც კარგი...ბებია გავახარეთ, ეზოსაც მივხედეთ, ყურძენი დავკრიფეთ ... და შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ.
ვბრუნდებოდი უკან თბილისში და რაღაცნაირად გული დარჩენას მთხოვდა, დარჩენას იქ - სადაც არც ტელეფონია,არც ცხელი წყალი, რომ არაფერი ვთქვათ ცივილიზაციის ისეთ მიღწევაზე, როგორიც ინტერნეტია(მართალია "ტელეკომის" მაგრამ, მაინც :D:D:D) და მივხვდი რაც იყო ის რაღაც, რაც დარჩენას მავალდებულებდა...ეს იყო მეოცე საუკუნის ქართული(და არამარტო...) პოეზიის უგვირგვინო მეფის გალაკტიონის(მეც იმავე რაიონიდან გახლავართ საიდანაც გალაკტიონი(ვანის რაიონი) )
ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გავიარე, რაა მამული ?!
წინაპართაგან წავიდა ყველა...სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული...

(იმედია მალე მოვეგებიოთ გონს და გავაანალიზებთ იმ საუნჯეს რასაც "ჩვენი სოფელი" ქვია...(წუთისოფელია და არა წუთიქალაქი....რაც არ უნდა იყოს )

0 commentaires: