სალამი დაბეჩავებულ,ნამუსშელახულ,მაგრამ მაინც ლომივით მგვრგვინავ საქართველოსა და ქართველებს.დიდი დრო გავიდა,ძალიან დიდი დავით აღმაშენებლის,ილიას წასვლიდან(???),მრავალი რევოლუცია (და ევოლუციაც) გამოვიარეთ,მაგრამ ხსნა მაინც არსაიდან ჩანს(სამწუხაროდ).საქართველოს ისტორიის მანძილზე მუდამ ყოფილან(თუმცა იმედია დღეიდან აღარ იქნება) მტარვალი დამპღრობლები,უსინდისო გამყიდველები და გამცემნი,მაგრამ ჩვენი ქვეყანა მაინც ახერხებდა შელახული რენომეს აღდგენას და მუხრან მაჭავარიანის ლექსის დარად:საბედნიეროდ,საბედნიეროდ ჰაი,ჰაი რომ კიდევ ხმაურობ(ქართულო სისხლო).ამ ყოველივეს შემოქმედი კი ქართველი მეფეები,ეკლესიის მსახურნი, "მწერლები" და უბრალო ქართველი ხალხი იყო.საუბარი იქითკენ მიმყავს,რომ ლიტერატურა ოდითგანვე ასაზრდოებდა და სულიერ სიმტკიცეს ჰმატებდა ქართველ ხალხს.იაკობ ცურტაველი(ხუცესი),იოვანე საბანისძე,ლეონტი მროველი,გიორგი მერჩულე,შოთა,ილია,აკაკი,ვაჟა,გალაკტიონი...
მუდამ იდგნენ თავიანთი "ბასრი კალმით" სამშობლოს სადარაჯოზე და უკვდავ ნაწარმოებთა მთელ ქარავანს ქმნიდნენ...რა თქმა უნდა მკითხველიც იყო,არის და იქნება(???) თუმცა აქ უკვე რაოდენობაზე ასე ვთქვათ მასაზეა საუბარი (რომლის რაოდენობაც იკლებს კატასტროფულად).ისე კი ზოგადად მკითხველთა ინტერესებსაც დავიცავ(შევეცდები).ვინ ჩაანაცვლა იგივე ილია,აკაკი,ვაჟა ან გალაკტიონი (რუსთაველზე არც არის საუბარი) ??? აშკარად ვერ გაუწევს კონკურენციას(თუმცა არც აქვთ ამის პრეტენზია-ამბიცია) ამ დიად მწერლებს ე.წ "თანამედროვენი" აკა მორჩილაძე,დათო ტურაშვილი,დათო მაღრაძე,დავით გოგიბედაშვილი (ნუ დაგავიწყდებათ,რომ ეს არის ყველაზე დიდი რაოდენობით(ფართო ტირაჟით) გაყიდული ნაწარმოებიბის ავტორები და სხვებთან შედარებით ყველაზე "ნათელი წერტილები" დღევანდელ ლიტერატურულ საქართველოში".დიდ კლასიკოსებში არ მომიხსენებია:დავით გურამიშვილი,მიხეილ ჯავახიშვილი,კონსტანტინე გამსახურდია,ნიკო ლორთქიფანიძე,დავით კლდიაშვილი,გურამ რჩეულიშვილი,რომლის "ალავერდობა" საკულტო ნაწარმოებად არის აღიარებული როგორც უფროსი თაობის მკითხველთა შორის,ასევე ჩვენი ასაკის თაობაში.ისე კი მაინც არის რაღაც "გამონათებების" მსგავსი დღევანდელ ლიტერატურაში...(დაე მუდამ ასე იყოს) მე პირადად დიდი სიამოვნებით ვურჩევდი ჩემს და უფრო პატარა ასაკის თაობის მკითხველთ გაეცნონ დათო ტურაშვილის შემოქმედებას ("ჯინსების თაობა", "იყო და არა იყო რა", "აჩიბაბა და ორმოცი ყაჩაღი"), იგივე აკა მორჩილაძე - "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები", "აგვისტოს პასიანსი", "სხვა", "ქალაქი,სიკვდილი" ),მათთვის კი ვისაც თბილისური სლენგით აღსავსე ფრაზების ორომტრიალი ხიბლავს,უხვად არის გაჯერებული ასეთი დიალოგებით ლაშა ბუღაძის რომანები(???) "ოქროს ხანა", "ნაფტალინი", "კარიკატურისტი" ,"ბოლო ზარი".პირადად ჩემი სიმპატიები კი ნიკო გომელაურისკენაა მიმართული და ბოლოს ... "იბერია გარწყინდება" !
0 commentaires:
Post a Comment