ს ი ნ ა ნ უ ლ ი

რა არის ეს ? ...დუმილი,სიცარიელე,ტყუილი...ვინ ამოხსნის ამ ყოველივეს ? ამ ფიქრებით იღვიძებდა ყოველ დილით კოტე. იყო რაღაც პერიოდი მის ცხოვრებაში,რაც მას ღემდე არ აძლევდა მოსვენებისა და მშვიდად ყოფნის საშუალებას.რა იყო ეს ? მისი სინდისის მცდელობა,რომ გაეღვიძებინა მასში ჩაძინებული თუ გამქრალი ეს გრძნობა? თავადაც არ იცოდა,მაგრამ გულს უღრღნიდა,ნერვებს უშლიდა და დილიდანვე უსიამო შეგრძნებით იღვიძებდა...არადა დაცდილი ჰქონდა დილას როგორ ხასიათზეც გაიღვიძებდა...ისეთი იქნებოდა მთელი დღე.ახლა კი,ახლა თავს საზიზღრად გრძნობდა.
უსიამოდ შეიშმუშნა,ციოდა.ისე წამოიწია,რომ თვალი არ გაუხელია,ფეხების ფათურით დაუწყო ძებნა ჩუსტებს და...მიაგნო.ადგა.ინსტინქტურად სააბაზანოსკენ წავიდა.წყალი მოუშვა...სარკეში ჩახედვა არ უნდოდა.გუშინდელი დღის მერე,არ სურდა თავისი ფიზიონომიის დანახვა სარკეში.წყალი შეისხა პირზე და ხელები გადაიბანა.გამობრუნდა მისაღბში...დაინახა გუშინდელი დღის შედეგი (მაგიდაზე მიყრილი ჭურჭელი,ცარიელი ბოთლები,ნახევარფაბრიკატები...).ტელევიზორი ჩართო...არც კი უყურებდა ეკრანს,ისევ ჩათვლიმა...კოტეეეეეეეეეეეეეეეეე, კოტე, კოტ....ვიღაც უხმობდა,ექაჩებოდა თავისას,მისკენ მიათრევდა,კოტეს კი სურდა წინააღმდეგობა გაეწია,თავი დაეცვა,უარი ეთქვა,მაგრამ...გულგახეთქილი წამოიჭრა,შეშინებულმა ჩაკეტა სახლის კარი.აბაზანაში შევიდა...ცხელი წყალი ესიამოვნა,თითქოს გუშინდელი შხამი ჩამოიბანაო,განიწმინდაო. - არა, რა ნაღდად უნდა შევეშვა ! აღარ მინდა რა,მომბეზრდა...კარებზე ზარის ხმა გაისმა... - ვააა, კოტე .... ბიჭო გუშინ უჩემოდ "იჩალიჩეთ" არა ?! არ შეგრცხვათ ტო ?! გოგას "ბარიტონი" კოტეს ნერვებს უშლიდა,მაგრამ რაღაც ძალა ბორკავდა,შინაგანად წნეხში აგდებდა და ისიც ემორჩილებოდა მას. - აუუუუუ, რა მაგარი იყო....ჰა რას იტყვი კოტ გაგისწორდა ? კოტეს ისევ ჩათვლიმა...კოტეეეეეეეეეეეეეეეე, კოტე, კოტ.....ჩათვლიმა სამუდამოდ.
რამდენი წლის იყო საწყალი ? მსუქანი ხანში შესული ჭორიკანა ქალი დილიდან ქაქანებდა....ვერ ცხრებოდა. - არ ვიცი დანამდვილებით,მაგრამ 30 წლამდე მეტის არა ! უპასუხა დავითმა და წასვლა დააპირა (არ ხიბლავდა ჭორიკანა მეზობელთან საუბრის პერსპექტივა...). - მშობლები, ნათესავი...ვინმე ყავს ? არ გავაგებინოთ არავის ? თავისას არ იშლიდა ჭორიკანა. - პატრულს, პატრული მიხედავს მაგ საქმეს ქალბატონო ინგა, წარმოთქვა დავითმა და თავადვე იგრძნო მის მიერ წარმოთქმული ფრაზის სიყალბე.ქალბატონო ინგა....ქალბატონო ინგა.
აი,ასე დასრულდა ნოემბრის ერთი სუსხიანი,ჩვეულებრივი,თბილისური დღე ! ვინ გაიხსენებს კოტეს,გელას,ნიკას...გოგას "ახლო მომავალში"...არც არავინ.სამწუხაროდ ეს დაკარგული თაობაა,დაკარგული...


0 commentaires: