This love

ბრუნავს ბუნება, იცვლება ჟამი,
კრთიან ხეები, ზუზუნებს ქარი,
ცაც თითქოს ნელა ივსება ნისლით...
ვით ჩემი გული ამ სიყვარულით.

ამ გრძნობას თურმე არა აქვს ვადა,
არ იცის ხანა,ეპოქა, ერა...
ამბობენ თურმე არსებობს მარად
და ღვთის წყალობით იქნება კვლავაც.

უსიყვარულოდ არ გალობს შაშვი,
არ სტვენს ბულბული
და ტირის სული ...
უსიყვარულოდ ცოდვაა გული.

0 commentaires: