აგვისტოს ხვატში მე ვხედავ ცხადში,
როგორ იცვლება ჰაერი ცაში
და როგორ გარბის დღეები წამში...
ვაწყდები მაგ შენს უძირო თვალებს
და ნეტარების... მე ვითვლი წამებს.
მე შენ მოგიწყვეტ იმ "ედელვაისს",
კვლავაც გაჩუქებ ვარდსა და მაისს.
ვერ შევედრები მე შტეფან ცვაიგს,
თუმც ჩემს თავზედაც ვერ ვიტყვი აუგს.
გარდასულ დღეთა ვხატავ პეიზაჟს
და მივუყვები ცისკრის ხეივანს.
0 commentaires:
Post a Comment