ს ა ნ თ ე ლ ი

ღამით ვებრძვი სიმარტოვეს,
შენი სახლის სიახლოვეს...
ვეტრფი წყაროს უკვდავების -
შენი სუნთქვის ნეტარების

გულში მაქვს სევდა დანთილი ვნების,
უშენოდ სული თითქოსდა... კვნესის.
იწვის და დნება სწრაფად სანთელი...
კვლავაც ვერ გითხარ ჩემი სათქმელი.

0 commentaires: