გიო სწრაფად ჩარბოდა კიბეებზე. 1,3,5,7...მიიჩქაროდა თამუნას სანახავად.ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს საუკუნეა არ ენახა თამუნა. თავს ვერაფერს უხერხებდა,მისი ცხოვრების ყოველი წუთი თამუნაზე ფიქრს მიჰქონდა,ვერაფერს გულს ვეღარ უდებდა...მაგრამ კარგ ხასიათზე იყო,რაღაც ამაღლებული განწყობა ქონდა.სულმოუთქმელად ჩაირბინა დაღმართი და...თამუნას სადარბაზოს მიადგა.რაღაც მღელვარების მსგავსმა გრძნობამ შეიპყრო,დაიბნასავით...ბოლოს ზარი დარეკა.კარი თამუნას დედამ გააღო,ქალბატონმა მანანამ.
- გიო როგორ ხარ ? შემოდი,მოდი...
- როგორ ბრძნდებით მანანა დეიდა ? შეკითხა გიო უფრო ზრდილობის გულისთვის .ყოველთვის გაურბოდა გიო თამუნას დედასთან ლაპარაკს,რაღაცნაირად შებოჭილად გრძნობდა თავს მასთან..
სამზარეულოსკენ წავიდნენ. მამა-შვილი, გოგა და თამუნა სადილობდნენ.გიოც მიიპატიჟეს.
- გიო როგორ ხარ ? რამხელა გაიზარდე...ვერ დაფარა გაკვირვება გოგამ. - მოდი ისადილე ჩვენთან ერთად.
- არა მადლობ გოგა ძია...ახლახანს ვისადილე სახლში და...ურცხვად იცრუა გიომ და მზერა თამუნასკენ გააპარა,თითქოს ემუდარებოდა: გთხოვ გამომიყვანე ამ მდგომარეობიდან და დროზე გავიდეთ აქედანო.თამუნამაც შეისმინა გიოს ვედრება.
- მამა გავალთ ახლა ჩვენ. სალოსთან და ნიკასთან ავალთ,კლასელები იკრიბებიან და ჩვენ გველოდებიან.თამუნაც აყვა გიოს ტყუილში.
- კარგით წადით,მაგრამ არ დაიგვიანოთ ! ხომ იცი ვერ ვიტან გვიან რომ ბრუნდები შინ.
...ერთად ჩადიოდნენ კიბეებზე კლასელები. 3,5,7...10 საფეხურიანი კიბეები ყოფილა,არც დაფიქრებულა ადრე ამაზე,არც დაუთვლია.ამ გრძნობამ უფრო ყურადღებიანი გახადა გიო...თამუნას გადახედა,კლასელი მდუმარედ მოყვებოდა.თამო სად წავიდეთ ? აირჩიე აბა ! კინოში თუ თეატრში ? თუ .... ჩვენს კაფეში დავსხდეთ,რუსთაველზე ? ინიციატივა გიომ აიღო ხელში და თამუნას პასუხს სულგანაბული დაელოდა.
- აუუ, კინოში წავიდეთ მაშინ....რაღაც კარგი ფილმი გადის,რეკლამაში ვნახე გუშინ.
კარგი კინო იყოს...მაშინ დაეთანხმა გიოც.
...ნელა მისეირნობდნენ ახალგაზრდები რუსთაველის პროსპექტზე,ადრიანი შემოდგომა იდგა,თბილოდა,ჰაერში რაღაც სასიამოვნო სუნი ტრიალებდა,შემოდგომის სურნელი...
... - რა კაი ტიპი იყო არა ტონი ?! ეკითხებოდა თამუნა გიოს და თან წინდაწინ აფრთხილებდა რამე ცუდი არ თქვაო... - აააა,ტონი? ხოოო,კი...გიოს ტონი არ აინტერესებდა,არც მისი კაი ტიპობა ანაღვლებდა...მას სხვა საფიქრალი ქონდა...უნდოდა ეთქვა თამუნასთვის თუ როგორ
ძლიერ უყვარდა,მაგრამ რაღაც ძალა აკავებდა,ეშინოდა,ვერ მოეკრიბა ძალ-ღონე და სითამამე გამოსტყდომოდა თავის პირველ სიყვარულს....უცბად გიოს მეექვსე კლასი გაახსენდა,როდესაც პირველად შემოვიდა თამუნა მათ კლასში.გიოს გვერდით ცარიელ სკამზე დაჯდა და ...პირველადაც მას გაეცნო.ძალიან მალე დაახლოვდნენ.თავიდან მეგობრობდნენ,შემდეგ კი გიოს ...შეუყვარდა,იმდენად შეუყვარდა, რომ მის გარეშე თავს ცუდად გრძნობდა,სულ სურდა მის გვერდით ყოფილიყო,მისი სითბო შეეგრძნო,მისი აურა...გაახსენდა ის პერიოდი და გაეღიმა...
- რატომ გეღიმება ? თამუნამ მაშინვე შენიშნა გიოს სახეზე ღიმილი და აინტერესებდა საჩქაროდ სიმართლის გაგება ...
- ისე...არაფერი.ძველი დრო გამახსენდა.აი,ის დრო რა შენ რომ პირველად შმოხვედი ჩვენს კლასში...ძალიან ლამაზი იყავი,საოცრად ლამაზი.
- აუუ,კაი რააა...გაბუსხა ტუჩები თამუნამ და გაეღიმა.
- თამო,ახლა წამო სადმე კაფეში დავსხდეთ რა ...
- თამუნამ მობილურს დახედა საღამოს 9 საათი სრულდებოდა... - უი არა... ვერა უფრო სწორედ. ხომ იცი მამაჩემის ხასიათი არა გიო ?! ახლა რომ არ მივიდე დროზე და დავაგვიანო,გაბრაზდება ძალიან...ხვალ იყოს ან ზეგ კაი ?
- კაი,თამო ხვალ იყოს მაშინ...დაეთანხმა გიოც.სადარბაზოს რომ მიუახლოვდნენ გიომ თამუნას ხელი დაუჭირა და აღარ უშვებდა...ცოტა ხანს კიდევ დარჩი რა ... - არა გიო არ შემიძლია,მართლა არ შემიძლია. ნელა გაინთავისუფლა ხელი გიოსგან თამუნამ და კიბეებს აუყვა.უცებ შეჩერდა.უკან სირბილით დაეშვა და გიოს,რომელიც ჯერ ისევ სადარბაზოსთან იცდიდა...ლოყაზე აკოცა...მერე ასევე სწრაფად აირბინა კიბეებზე. 2,4,6...10 საფეხურიანი კიბეები ყოფილა...აქამდე არ დაკვირვებია,არ დაუთვლია...
...არა ვეტყვი ! ხვალვე ვეტყვი ! რადაც არ უნდა დამოჯდეს ხვალვე ვეტყვი...ფიქრებში გართული აუყვა გიო აღმართს.
ანდა თქმა რაღა საჭირო იყო ... ? ისედაც ნათელი იყო ყველაფერი.
0 commentaires:
Post a Comment