თქმა რომ შეეძლოს მდინარეს რამის...
იტყოდა ამბავს ბუნების ძალის,
მეტყოდა არაკს მთისას და ბარის
და სილამაზეს მოხევის ქალის.
დაუყვა მთიდან დინება ჩქარი...
ჩემს წინ შეჩერდა...გაყინა წამი.
მითხრა გაჩერდი,შეწყვიტე გლოვა...
და რომ ოდესმე ჩვენი დროც მოვა.
0 commentaires:
Post a Comment