შენ თოვლზე თეთრი გამოჩნდი გზაზე,
ვარსკვლავს გიწყვეტდი მაშინ მე ცაზე.
შენ მოდიოდი უხმოდ, ეულად ...
და თან აფრქვევდი სურნელს ჩვეულად.
გული გიცქერდა ერთხანს მდუმარედ,
ფიფქი ცვიოდა ირგვლივ მთრთოლვარედ...
შენ კი ამაყად გათელე თოვლი
და თოვლთან ერთად ეს ჩემი გულიც.
0 commentaires:
Post a Comment