ბენზინის სუნი, დისკები,ჟურნალ-გაზეთები და სხვა ქაღალდები უწესრიგოდ იყო მიმოფანტული მანაქანის სალონში.იგრძნობოდა რომ მანქანის პატრონი ახალგაზრდა, ოდნავ თავქარიანი და მოუწესრიგებელი ადამიანი იყო.
- ნელა იარე რა კაცურად. სიცოცხლე არ მომბეზრებია ჯერ.ირონიულად "დაგესლა" კახამ ბავშვობის მეგობარი.
- კაი რა ბიჭო, რას მეუბნები ტო ?! მეტი რაღა ნელა ?! არ ჩამორჩა გიორგიც და თან მაგნიტოფონი ჩართო... წყანარი, ოდნავ დეპრესიული სიმღერის ჰანგებით აივსო ავტომობილის სალონი. Сoldplay მღეროდა....მთელი სერიოზულობით გვიხსნიდა კრის მარტინი თუ რაოდენ სერიზული წინსვლა განიცადა მეცნიერებამ...გარეთ წვიმდა....რაც პეიზაჟს კიდევ უფრო პირქუშს ხდიდა და მანქანაში მყოფთ კი ძილის სურვილს აღუძრავდა.აკი,მესამე მეგობარს ჩასძინებოდა კიდეც.უდარდელად ეძინა ლევანს."კომფორტულად" ეძინა უკანა სავარძელზე და ნებიერად ფშვინავდა.
- აუუუ, ლევანა რა კაცია ნახე !!! რა "სპაკოინად" ძინავს ნახე ! არ ცხრებოდა კახა და საუბარში გიორგის აყოლიებასაც ცდილობდა.
- შეეშვი ერთი იძინოს...გუსინ ბიბლიოთეკაში გაათენა და... ახლა ხომ უნდა აინაზგჰაუროს დაკარგული ძილი !!! გიორგისაც ჩაეცინა,მესამედან მეოთხე სიჩქარეში გადართო და მაგნიტოფონს ოდნავ ჩაუწია.
- ისე კახა მაგარი კაცი ხარ რა ! რამ დაგარტყა ტო ასე უცბად ??? რა ყაზბეგი მოინდომე ამ წვიმაში ? მომზადებულები მაინც წავსულიყავით...
- ეეე,გიო....გიო გისმენ და ვრწმუნდები კიდევ ერთხელ რომ გრამი რომანტიკა არ დარჩა შენში.მაგას აქვს ბიჭო მუღამი როდესაც სპონტანურად გადაწყვეტ რამეს და მერე ეგრევე "მამენტალნა" შეასრულებ რა ! თანაც ხომ გახსოვს ადრე რომ ვილაპარაკეთ ყაზბეგში წასვლაზე ?! მთელი ცხოვრება მეცინებოდა ისეთ ხალხზე რომლებსაც ყველაფერი დაგეგმნილი აქვთ და მაღაზიაშიც კი განრიგის მიხედვით ჩადიან.
- ხოოო...ეგ მაგარი თქვი ძალიან. მაგრამ საჭმელი მაინც მოგვემარაგებინა...მარტო ხაჭაპური,კარტი,გიტარა,და არაყი გვეყოფა ტო ?????
- მაგ ყველაფერს ძეხვი,ყველი და შავი პურიც დავუმატოთ და ისეთი სუფრა გვექნება ძმა, რომ ბენდუქიძეს შეშურდება ! ისე მეტი რაღა გინდა კარავი, დანა, გიტარა გვაქვს და "სამნი" ვართ თუ ჩვენს რკინის მეგობარს არ ჩავთვლით (ავტომობილი იგულისხმა კახამ...)
- ხოო, ბაზარი არაა. ლევანმა გაიღვიძა ? გახედე ერთი..
- არა ბიჭო მაგან ეტყობა გუშინ მართლა დოსტოევსკი წაიკითხა, თუ არა და "კაკ მინიმუმ" გოეთეს "ფაუსტი" დაიწყო და გაიჭედა კიდევაც ...ორივე მეგობარს სიცილი აუვარდათ, გულიანად იხარხარეს ერთი ხანი.
,,,,,,,,,,,
სამივენი ბავSვობის მეგობრები იყვნენ, უბნელები...მაგრამ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდნენ. კახა ერთი წლით იყო უფროსი ლევანზე და ორით გიოზე. საშუალო სიმაღლის, ჩაფსკვნილი ბიჭი იყო. უბოროტო ხასიათის გამო ყველას უყვარდა და პატივს სცემდნენ.ზომიერად კარგი ურთიერთობა ჰქონდა ყველასთან
უმაღლესი განათლებაც აქვს მიღებული.ყველა სფეროში ერკვეოდა.კინო,მუსიკა,ლიტერატურა ...(ქალები :D:D:D) თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა და მუშაობს კიდეც თავის პროფესიით.შეზღუდული თავისუფალი დროის გამო ,მეგობრები ხშირად ვეღარ იკრიბებიან ერთად, თუმცაახლა გიორგის ინიციატივით იმდენი მაინც მოახერხეს რომ შაბათ-კვირას მაინც გაატარებენ ერთად.ლევანმაც გასულ წელს დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი და მამამისის კერძო კომპანიაში მუშაობს,მაგრამ ზუსტად რა თანამდებობაზე თავადაც არ იცის.მის მრავალმხრივ გატაცებას მოიცავდა:სპორტი,მუსიკა და რაღა თქმა უნდა კლუბური ცხოვრება.მისი ნახვა ყოველთვის შეიძლებოდა ღამის კლუბებში.მუდმივად გამოუძინებელი და დაღლილი ადამიანის იერი ჰქონდა, თუმცა კი შინაგანად ყოველთვის გააჩნდა დამატებითი ენერგიის რესურსი...
მანქანა ნელ-ნელა უახლოვდებოდა დანიშნულების ადგილს.ჯაბა კვლავაც ენერგიულად ატრიალებდა საჭეს,მაგნიტოფონში კი ამჯერად NIRVANA მღეროდა.გულისგამაწყალებლად ეკითხებოდა კობეინი მის "სატრფოს", თუ სად გაატარა ამ უკანასკნელმა გასული ღამე...ლევანს კვლავ ეძინა,გიორგი კი...გიო ფიქრებს წაეღო, სადღაც შორს,ცაშ ი ყურებოდა...
- მოვედით ბიჭო როგორც იქნა...ჯაბამ მანქანა გააჩერა და ძრავი გამორთო.
- ბიჭო "ამას" კიდევ სძინავს ტო...ღიმილით ჩაილაპარაკა გიორგიმ და ჯაბას თვალი ჩაუკრა. - მოდი ლევანი გავაღვიძოთ ჯაბა, ოღონდ ჩვენებურად.
- კაი OK,მაგრამ გული არ გავუხეთქოთ ბიჭო.
- ლევაააააააააააააააააააააააან, ადექი ბიჭო ჩქარა...ძაღლები არიან ეეეეეეეეეეეეე !!!
ლევანი შეშინებული წამოხტა, აქეთ-იქეთ გაიხედა თითქოს ვიღცას ეძებსო, მერე მეგობრებს მიაშტერდა,თავი გვერდზე გადააქნია და სიცილი აუვარდა.
***
მეგობრებმა კარავი დადგეს.სუფრა გაშალეს,ხაჭაპური,ძეხვი,ყველი,პური დაჭრეს.ერთჯერადი ჭიქები არყით შეავსეს და მათი მთავარი იარაღი - გიტარა გვერდით "მოისვეს".
ყველაფერი საოცრად გემრიელი ეჩვენებოდათ მეგობრებს(ერთმანეთს სიტყვით ეფერებოდნენ,ეალერსებოდნენ...თითქოს ბავშვობას იხსენებდნენ, იმ უდარდელ დროს, რომელმაც თვალსა და ხელს შორის გაირბინა და უკვე და ვაჟკაცებულები შეატოვა ერთმანეთს) . ყაზბეგის სუფთა ჰაერი ეამათ.უკიდეგანო მთები,მიუდმივი ბურუსითა და ნისლით დაფარული ყაზბეგის სილუეტი კიდევ უფრო მომხიბლავს ხდიდა ამ ყოველივეს.
გვიანობამდე იქეიფეს, გულით გაიხარეს, ბავშვებივით ეფერებოდნონ და ეთამაშებოდნენ ერთმანეთს, უამრავ ისტორიას იხსენებდნენ მათი წარსულიდან...დაიღალნენ,მოიქანცნენ ალკოჰოლმაც თავისი გაიტანა და მთელი დღის ნამგზავრთ ტკბილად ჩაეძინათ.
***
სადღაც შორიდან ძაღლის ყეფა მოისმოდა,ციოდა,ქარი ქროდა...საოცრად ლამაზი და იდუმალი იყო არე-მარე...იქ მთაში.მეგობრებს კი ეძინათ, ეძინათ ტკბილად.არ ეძინათ მხოლოდ მთებს,რომელნიც თითქოს გუშაგებივით იცავდნენ სოფელს.შეუცნობელია მთის სული და იდუმალება, დაუვიწყარია მთის ბუნება...
ბუნება მბრძანებელია,
იგივ მონაა თავისა,
ზოგჯერ სიკეთეს იხვეჭავს,
ზოგჯერ მქნელია ავისა,
ერთფერად მტვირთველი არის
საქმის თეთრის და შავისა;
საცა პირიმზეს ახარებს,
იქვე მთხრელია ზვავისა...
მაინც-კი ლამაზი არის,
მაინც სიტურფით ჰყვავისა !..
(ვაჟა-ფშაველა "ღამე მთაში" )
0 commentaires:
Post a Comment