სანდროს მშვენიერ ხასიათზე გაეღვიძა. ერთხანს ლოგინში იწრიალა,ჭერს უყურებდა და...ფიქრობდა,თან ეღიმებოდა. რაღაც საამურ გრძნობას შეეპყრო და მთლიანად მოეცვა იგი. ახალგაზრდა ადამიანის გულს სიყვარული სწვეოდა(რა პათეტიურად ჟღერს,რომელიღაც მოსაწყენი ნაწარმოებიდან ამოჭრილ ფრაზას წააგავს,მაგრამ...). სურდა საყვარელი ადამიანისთვის ყოველი დღე გაელამაზებინა,რაიმე ახალი,საინტერესო ჩაედინა მისი გულის მოსაგებად...ყურადღების მისაქცევად. გეგმები და სურვილი გრანდიოზული გააჩნდა, სახსრები - მოკრძალებული.
სწრაფად წამოხტა ფეხზედ, სპორტულად (ბიჭო,ბიჭო რა სიტყვებია...) გაიზმორა და სააბაზანოსკენ გაემართა,მაგრამ გზად თავისი უსაყვარლესი ჯგუფის, Pink Floyd-ის ცნობილი ჰიტი "Hey you" ჩართო. ხელ-პირი დაიბანა, კბილები გამოიხეხა....შემდეგ კი კარადას მიადგა და ტანსაცმელი ჩაიცვა. თავში უამრავი აზრი მოსდიოდა...რა ვუყიდო ? რა მოეწონება ? ტკბილეული,ფუმფულა სათამაშო,სუნამო თუ ყვავილები ? ბოლოს არჩვანი ამ უკანასკნელზე შეაჩერა და რაღაც სითბო იგრძნო,ერთიანად დაუარა მთელს სხეულში.თავისთვის გაიფიქრა,რა მნიშვნელობა აქვს საჩუქარი ძვირფასი იქნება თუ შედარებით მოკრძალებულიო....მთავარი ხომ საყვარელი ადამიანისადმი ყურადღების გამოჩენააო და სახლიდან გავიდა.
ყაზბეგის ქუჩიდან პეკინამდე სამარშრუტო ტაქსს გასასვლელად ათი წუთი დასჭირდა...ყვავილების მაღაზიაში, მხოლოდ გამყიდველი იყო. რომელი ყვავილები მივართვა ? თავისსავე სულელურ შეკითხვაზე თავადვე გაეღიმა სანდროს....ვარდები,რა თქმა უნდა ვარდები ! მაგრამ რა ფერის ??? წითელი ? - ბანალურია, მუქი წითელი(მეწამული) - არა,რაღაცნაირ ცუდ ასოციაციას იწვევდა მასში ამ ფერის ყვავილი.თეთრი ვარდები იდეალურია.სურნელოვანი,უეკლო თეთრი ვარდები...და რამდენი ცალი ? რამდენი წლისაცაა ! უკარნახა გონების ხმამ...გადათვალა სწრაფად თავისი შესაძლებლობანი...თანხა აკლდებოდა...მაშინ შვიდი ცალი იყოს ... და რატომ შვიდი ? იმიტომ,რომ შვიდი საკრალური რიცხვია და თანაც...საათი იყო შვიდი, დილა გათენდა მშვიდი ! ბუკეტს პატარა ბარათიც დაურთო თან - "მსოფლიოსი ულამაზეს და უსაყვარლეს არსებას..."სანამ საყვარელი ადამიანის სახლს მიადგებოდა,გზად "რაფაელოც" შეიძინა, რომელიც მასში ადრე ირონიულ ღიმილს იწვევდა (უშინაარსო რეკლამის გამო...ქოქოსის მსუბუქ ფანტელებში გახვეული ნუშის მთლიანი გული...)...
სახლს რომ მიადგა...კარზე დაკაკუნება ვერ გაბედა,რაღაც უხერხულობის გრძნობამ შეიპყრო.იქვე პატარა ბიჭი დაინახა და მას თხოვა დახმარება,მას გაატანა ყვავილები და "ის",რასაც იმედი,გრძნობა და კიდევ ათასი რამ ქვია.
...
ენით აუღწერელ სიმსუბუქეს და კმაყოფილებას გრძნობდა გრძნობდა სანდრო...მიხვდება ? ალბათ კი...თუ არა და რა მნიშვნელობა აქვს ?! მე ხომ ეს გულით ჩავიდინე და დასაძრახს,დასაცინს ვერაფერს ვხედავ...
"ერთი დღის სიცოცხლის მქონე ყვავილში უფრო მეტად შეიგრძნობა სიცოცხლე(სიცოცხლით ტკბობა), ვიდრე ათასწლოვან ქვის ლოდში"...
0 commentaires:
Post a Comment