არც კი ვიცი საიდან დავიწყო ... ახლა რაც თავში მომდის,ესაა ენტონი ბერჯესის უკვდავი რომანიდან - "მექანიკური ფორთოხალი" ფრაზა(ები).სადაც ახალგაზრდა,ირონიულ,ცინიკოს და აღვირახსნილ ალექს დელარჯს მოხუცი მათხოვარი ეუბნება: "ეს ცხოვრება იმიტომ არის საშინელი და გაუტანელი,რომ ახალგაზრდებს მოხუცების პატივისცემა აღარ აქვთო " .... თუმცა მე არც ალექსი ვარ და ასე თუ ისე მოხუცთა პატივისცემაც,გამაჩნია.უბრალოდ დღეისთვის აქტუალურია,ერთგვარი ტენდენცია წამოვიდა მოსახლეობის დაყოფა სხვადასხვა კატეგორიებად (ძირითადად ახალგაზრდობა ყოფს ახალგაზრდებს): ე.წ "გოიმებად" და ე.წ "ელიტად" ... თავისთავად დაგებადებათ კითხვა რა კრიტერიუმების მიხედვით ხდება ასე დაყოფა და "ვინ" რომელ კატეგორიას მიეკუთვნება ? გამოკითხულთა 70-75 პროცენტი "გოიმად" მიიჩნევს მათ ვინც არ იყენებს თბილისურ სლენგს (და უხვად ჟარგონს), არ გამოურევს საუბრის პროცესში რამდენიმე ინგლისურ სიტყვას,არ იმოსება მოდურად (???),არ ყავს "რკინის რაში" ან არ ცხოვრობს დიდი ხუთეულის წარმომადგენელ არცერთ უბანში (ვერა,ვაკე,საბურთალო,მთაწმინდა,სოლოლაკი),არ ყავს მამა ან "გაჩითული ახალი ქართველი" ან პოლიტიკოსი... და რჩება მეორე კატეგორია ანუ მასა,რომელსაც "ისინი" ვერ აღიქვამენ.არ მინდა ძალიან პესიმისტური მონოლოგი გამომივიდეს,ამიტომ შეძლებისდაგვარად კარგ,მხიარულ ნოტაზე დავამთავრებ.ჩვენ "გოიმებიც" და "ელიტაც" ერთად ვქმნით იმ ყოველივეს რასაც საქართველო და ქართველობა ჰქვია(ძალიან ხმამაღალი ნათქვამი არ გამომივიდეს ???) და ერთ საქმეს ვემსახურებით ყველანი.ამიტომ მაინც გადავრჩებით ... იმედია
0 commentaires:
Post a Comment