"Whisky-Whiskey-ვისკი"

"ვისკი თხევადი მზეა" (ბერნარდ შოუ)

ამ ბოლო დროს (და აქამდეც...) საქართველოში ძალიან პოპულარული გახდა "ვისკი" და შესაბამისად მასზე მოთხოვნაც გაიზარდა,როგორც ლეგალურ ისე არალეგალურ ბაზარზე (ანუ ფაქტია,რომ საქართველოში უხვად შემოედინება ფალსიფიცირებული საქონელი ძირითადად რუმინეთიდან და ბულგარეთიდან).ქართველთა უმეტესობა (მაინც !!!) ერთგვარი მოდური ტენდენციის გამო სვამს "ვისკს" :-D (და არა ვისკი-ს) და უმრავლესობა საერთოდ გარტყმაში არაა თუ რა არის ან რისგან მზადდება ვისკი (გარდა იმისა,რომ სპირტიანი სასმელია).თუმცა საბედნიეროდ არიან ისეთებიც,რომლებიც ჯეროვნად აფასებენ ამ სასმელს,იციან მისი ფასი და ჭეშმარიტი ვისკის მოყვარულნი არიან.საიდან იღებს სათავეს ვისკი და "ვისკომანია" (არამარტო საქართველოში,არამედ ზოგადად) ?
ვისკის სამშობლოს სტატუსის მოსაპოვებლად "აირიშები" (ირლანდიელები) და "სქოთები" (შოტლანდიელები) იბრძვიან(თუმცა ისტორიულად სჩანს ვისკის ჩამოსხმის კულტურა შოტლანდიაში ქრისტიანმა ბერებმა შეიტანეს).ვისკის დაყენების მასალად ქერს და ჭვავს იყენებენ,თუმცა კი ევოლუციის შესაბამისად ირღვეოდა ვისკის დამზადების პრინციპი (მაგალითად ქერი და ჭვავი შეცვალა სიმინდმა და დაკარგა კიდეც ის პეწი და ხარისხი რაც მანამდე გააჩნდა).
"სკოჩს" ამზადებენ ქერისგან და არსებობს მისი სამი ძირითადი სახეობა: Single malt,Pure malt and Blend. "სქოთებს" ვისკის დაგემოვნების 5 წესი აქვთ:Sight(გახედვა),Smell(სურნელის შეგრძნება),Swish(დაგემოვნება),Swallow(დალევა),Splash(წყლის დასხმა,ერთი წვეთის).
ნამდვილი ირლანდიური ვისკის ორი ყველაზე ცნობილი სახელწოდებაა:Bushmils(ბაშმილსი) და Jameson(ჯეიმისონი).სხვათაშორის ირლანდიელები,ამერიკელთა მსგავსად Whiskey-ს აწერენ.
ამერიკული ვისკის ძირითადი სახეობაა "ბურბონი" (ანუ ძირითადად სიმინდის სპირტზეა დაყენებული).ყველაზე ცნობილი და ფართოდ გავრცელებულია ამერიკულ ვისკებში: Jim Bim and Jack Daniels.მათ ვინც ახლა იწყებს ვისკის ტრფიალში შესვლას ;) ვურჩევ ვისკი დააგემოვნონ სქელძირიანი ჭიქებით და არავითარი ყინული არ გაურიონ სასმელში ;)

0 commentaires: