არსებობს კი ... ? თუ არა ? ვიყიდოთ სამოვარი,ვსვათ ჩაი და ვისაუბროთ მეგობრობაზე,რათა ჭეშმარიტებას მივაკვლიოთ ამ ერთობ სადავო თემაზე(ვისთვის როგორ პრინციპში).როგორც ნებისმიერი სხვა საკითხის განხილვისას,აქაც ორი ბანაკი გამოჩნდება,ერთნი რომელთაც სწამთ ამ ჰიპოთეზისა და მეორენი,რომელთაც არ ჯერათ და ეს ორი ბანაკი ერთმანეთისადმი მეტნაკლებად მტრულად არიან განწყობილნი(თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო,რომ ქართველებს ოდითგანვე(ისტორიულად) არამცდარამც არ სურთ(სურდათ) და აღიზიანებდათ განსხვავებული აზრის მოსმენა ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში.რაც არ უნდა ხმამაღლა აღიარონ ოპონენტის პოზიციისადმი პატივისცემა,გულში მაინც სხვა გრძნობა უფეთქავთ.ქართველი ერი ოდითგანვე ტოლერანტი ერი ვიყავით(ვართ და ვიქნებით),სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის მიმდევარ ადამიანებთან დმიმართებაში,მაგრამ როდესაც საქმე ეხება წმინდა ქართულ საუბარს,ეს ყოველივე ზემოთაღნიშნული თითქოს სადღაც,"ბნელ" კუთხეში იმალება და შესაძლოა საქმე(აქ:დავამ~,კამათი)მუშტი-კრივამდეც კი მივიდეს.რას მიქვიან მეგობრობა ქალ-ვაჟს შორის ? როგორი ცნებაა იგი თქვენთვის ? რას გრძნობთ მეგობართან საუბრისას,მის სიახლოვეს ყოფნისას ? მე ვერ ვიქნები ობიექტური ამ საკითხთან მიმართებაში(დაე სხვებმა განსაჯონ),უბრალოდ ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ.ჩემის აზრით მსგავსი რამ არსებობს,ოღონდ ძალიან მცირე დოზით,რამდენადაც ეს დასაშვებია მაგალითად ძმაკაცის(მეგობრის ყალბად ჟღერს) დასთან,შეყვარებულთან,ნათესავთან მიმართებაში(და სხვათაშორის აქ,ამ შემთხვევაში არც დავობენ(ასე თუ ისე)),მაგრამ უკვე მომწიფებულ,ჩამოყალიბებულ(არამარტო სექსუალურად) გოგონასთან "წმინდა გრძნობით მეგობრობისა" არ მწამს ღმერთმანი.აკი ხალხური სიბრძნეც ამა ღაღადებს:"კაცის გული ისეთია,ვით მორევი შავი ზღვისა რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს,მაინც ენატრება სხვისა".ზოგადად გოგონასთან ურთიერთობის დამყარებისას,გაცნობისას ნებსით თუ უნებლიედ პირველ რიგში გარეგნობაზე ამახვილებს მამაკაცთა 85-90% ყურადღებას და ამის შემდეგ ხდება პირველი ნაბიჯის გადადგმა "მეგობრობისადმი",შემდეგ უკვე დროის მომენტია შეჩვევასთან დაკავშირებით,აკი გაგვიგია კიდეც:თავიდან მეგობრობიდან დაიწყეს ურთიერთობა და შემდეგ გადაიზარდა სიყვარულშიო...ანუ გაცნობის მომენტიდანვე მამაკაცის გონება ასე თუ ისე შეგუებულია იმას,რომ შეიძლება უახლოს მომავალში ეს გოგონა შეიყვაროს(არა როგორც მეგობარი) ან თავად ამ გოგონამ შეიყვაროს (ესეც თქვენი ფროიდი).თუმცა კი გოგონების უმავლესობას მაინც სჯერა ქალ-ვაჟს შორის მეგობრობის.თავად განსაჯეთ:ერთ-ერთ სუფრაზე პოლემიკა წამოიჭრა ამ თემასთან დაკავშირებით,ერთი გოგონა(ერთობ სიმპატიური) წარბშეუხრელად მიმტკიცებდა ისეთი მეგობარი ბიჭი(Boyfriend-ი იქით იყოს) მყავს,რომელთანაც 100%ით გახსნილი ვარ და ყველაფერზე(ყველაფერში კი ყველაფერი იგულისხმა ???) ვსაუბრობთო.შემდეგ სუფრამ ასე ვთქვათ აიტაცა ეს ყველაფერი და რაც იქ მოხდა...ამ გოგონამ თავადვე უარყო(ქრისტე სამჯერ მამლის ყივილამდე კი არადა) იმ ბიჭისადმი მეგობრობა,რამეთუ რომ დაუფუქრდეთ ყველაფერზე მეგობარ ბიჭს კი არა მშობლებს,დას,ძმას და თვით დაქალსაც კი არ უმხელენ და თავიდანვე განწირული იყო იმ გოგონას ვერსია "ყველაფრის თქმის" შესახებ იმ ბიჭთან.ისტორიიდან,ლიტერატურიდანაც ჩანს,რომ ასე ვთქვათ ბევრი ემსხვერპლა მეგობრულ სიყვარულს,როგორც ფიზიკურად ისე სულიერად.ორმაგად განწირულია ლამაზი წყვილის "მეგობრობა",რამეთუ ადრე თუ გვიან "იფეთქებს გაზაფხული" მათ გრძნობებში და ...დასკვნა თავადვე გამოიტანეთ.იდეალურ შემთხვევაში(თუ მსგავსი რამ არსებობს ბუნებაში) კი ალბათ(???) მაინც არსებობს ქალ-ვაჟს შორის მეგობრობა.გკოცნით თქვენი "მეგობარი"
0 commentaires:
Post a Comment