უწესრიგოდ მიყრილი სამოსი,ფეხსაცმელი...სრულ ალიაქოთში გახვეული საყოფაცხოვრებო ნივთები,თეფშების გროვა სამზარეულოსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე,სიგარეტის ცარიელი კოლოფები დახვავებული მაგიდაზე და რაც მთავარია ისეთი შეგრძნებით გაღვიძება,რომ თითქოს სრულიად სხვა განზომილებაში იმყოფებოდე,დამძიმებული თავის წამოწევის უშედეგო მცდელობა,ე.წ "პირის სიმშრალე" და გონებაში დადებული ფიცი,იმის შესახებ რომ:გუშინ ბოლო (ამ კვირაში მაინც) წვეულება იყო.დაახლოებით ამგვარი სურათი წარმოუდგება თვალწინ მათ,ვინც ამგვარ ცხოვრებას სისტემატურად ეწევა ან ასე ვთქვათ:ხშირად მაინც მოხვედრილა მსგავს "სუფრაზე" :D.საიდან იღებს სათავეს "Partymania" და როდის აიტაცეს ქართველმა ახალგაზრდებმა ამგვარი ცხოვრების წესი არ ვიცი,მაგრამ ერთბაშად და მშობლებთან შეუთანხმებლად რომ მოხდა ყოველივე ეს.უკვე აქსიომაა.თანაც ეს ყოველივე მაინც უფრო საზოგადოების ელიტარული ფენის გასართობია (თუ სისტემატურ ხასიათს ატარებს) და ე.წ "დაბალ ფენას" არ აქვს ფუფუნება იმისა თავი და მეგობრები მსგავსი ტიპის შეკრებებით გაანებივროს (თუმცა ალბათ ბევრი შემეკამათება).ახლა მოგითხრობთ "ევროპული ფართის" პერიპეტიებს და თავად გამოტანეთ დასკვნა,ძალუძს კი ყველას აჰყვეს "ფართიმანიას" და ზოგადად რა ცნებაა ეს(ბიჭო,ბიჭო,ბიჭო :D:D:D) :
არსებობს მინიმუმ სამი ტიპის ფართი(წვეულება):
1) წვეულება კლუბში (აქ ევროპული ღამის კლუბები იგულისხმება..."სტროგად კერძო ანუ private party).ასეთი ტიპის შეკრებები როგორც წესი ეწყობა ელიტარულ(სასურველია) კლუბში,რათა მდაბიოობის ელფერი არ დაჰკრავდეს "ღონისძიებას"), ჩვენთან(ანუ საქართველოში) მსგავსი რამით,მხოლოდ მოსახლეობის 10% თუ დაიკვეხნის: სასმელი უნდა იყოს გემოვნებით შერჩეული და უნდა მოიცავდეს შედარებით ფართო ასორტიმენტს:ვისკი(სასურველია სამგვარი მაინც:"johnnie","Jack","J&B","Chivas","მანდილოსნებისთვის" შედარებით მსუბუქი სპირტიანი სასმელებია დაშვებული:Martini,Bacardi,ბეილისი...ყველა გემოვნების ადამიანისთვის არის "რედ ბული" და არაყი.ახლა რაც შეეხება სამოსს:რომ ვთქვა მამაკაცები მკაცრ აკადემიურ სტილს ანიჭებენ უპირატესობას მსგავსი ტიპის შეკრებებზე თქო ნამდვილად არ ვიქნები მართალი,მაგრამ ტანსაცმელთან დაკავშირებით გარკვეული დოზით ბალანსი მაინც დაცულია,რადგანაც ცუდ ტონად ითვლება ევროპულ კლუბებში "კეტები" და "ხელოვნურად რუხი" მაისური,არცაა გამორიცხული(საკმაოდ ხშირადაც) უარით გამოგისტუმრონ უკან,მანდილოსნებიც კარგად ჩაცმულნი უნდა იყვნენ(გემოვნება+პრაქტიკულობა სამოსში შერწყმული უნდა იყოს).
2) წვეულება სახლში.ამ შემთხვევაში ძირითადი დებულება უცვლელია(სასმელთან მიმართებაში),მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მუსიკა,როგორც "ფართის" ერთ-ერთი მასპინძელი და მამოძრავებელი ელემენტი(გემოვნებიანი კლუბური მუსიკა განწყობის ამაღლებას და "ვნების გადმოფრქვევას" უწყობს ხელს :D:D:D,ხოლო სამოსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შეღავათებია გაწეული :D:D:D(ისე კი მაინც უბანს გააჩნია და გარემოცვას ე.წ "სასტავს",ვისთან ერთდაც უნდა გაატარო დრო).
3)დაუგეგმავი წვეულება ანუ სპონტანურად+ოპერატიულად მიღებული გადაწყვეტილება დროის გატარების შესახებ... და რა თანხაც არ უნდა გაგაჩნდეს ჯიბეზე იმით ფონს გასვლა :D:D:D ანუ აქ საქმე გვაქვს:1)დამამთავრებელი კლასელების პონტზე; 2)სტუდენტურ თავყრილობასთან; 3)შემთხვევით ქუჩაში დიდი ხნის უნახავი მეგობრების ნახვასთან(თუნდაც თუ ორი-სამი კაცი შეგხვდათ + ზარი "გერლფრენდებთან") და ალბათ ეს ის შემთხვევაა,როდესაც თამამად დამეთანხმებით სამოსთან მიმართებაში უპრეტენზიულობაში და სასმელიც იშვიათად თუ გასცდება "მშობლიურ ჭაჭასა" და სამგორი-ალკოს პროდუქციას(უკეთეს ვარიანტში გოგონებისთვის ლიქიორი) :D:D:D ...
თუმცა კი მიზანი მაინც სამივე შემთხვევაში ერთი უნდა იყოს(კარგი დროის გატარება,მცირე ხნით მოწყვეტა ყველანაირი პრობლემებისგან) და შედეგიც(შეძლებისდაგვარად) ისეთივე იქნება როგორც პროლოგში მოვიხსენიე.გაერთეთ ზომიერად ან ისე როგორც თავად გსურთ ერთხელ მაინც.ეს ყველაფერი "ტკბილ მოგონებებში" დარჩება და სასიამოვნოდ გაგახსენდებათ ხუთი,ათი და ოცი წლის შემდეგაც კი.Wish you good luck guys,girls and have a nice party (soirée-წვეულებას)
0 commentaires:
Post a Comment