ვინ არის დედამიწის ზურგზე ყველაზე ლამაზი,კეთილი და სათნო ადამიანი ? ვინ ზრუნავს ჩვენზე მაშინაც კი,თუ პირადად მას ჩვენზე მეტად სჭირდება ზრუნვა და ალერსი ? იგი მუდამ ჩვენს გვერდითაა,მაშინაც კი ტერიტორიულად ჩვენგან შორს,ძალიან შორს იმყოფება.საოცარია პირდაპირ...მართლაც და სასწაულებრივად არის დაკავშირებული ერთმანეთთან დედა-შვილის გული,რაღაც იდუმალებასთან(არამიწიერ ძალასთან და სასწაულთან)გვაქვს საქმე.თითქოს და მომენტალურად გრძნობს საფრთხის მოახლოვებას დედა თავისი შვილისკენ და პირიქით(???)(აქ შეიძლება ბევრი შემეკამათოს).რა არის ისეთი რამ,რაც უარს ათქმევინებს დედას უარს თავის შვილზე(აქ ახლადაგამოჩეკილ,ე.წ თინეიჯერ დედებზე არაა საუბარი,რომელთაც ჯერ ვერც კი გაუანალიზებიათ თუ რამხელა ბედნიერება და პასუხისმგებლობაა დედობა) ? ნუთუ არსებობს სხვა სიყვარული,უფრო სიღრმისეული და ზებუნებრივი ვიდრე დედაშვილურია ? მინდა ერთი ამბავი მოგითხროთ,რომელიც მე პირადად სხვა ადამიანისგან მოვისმინე(ყოველივე ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო):იყო ერთი აბსოლიტურად ჩვეულებრივი (ჩვეულებრივზე ჩვეულებრივიც კი) ოჯახი,რომელიც შედგებოდა მხოლოდ 2 წევრისგან,დედა-შვილისგან.მამა გარდაცვლილი იყო და ოჯახის მძიმე თვირთი დედას ეკიდზე მხრებზე,იგის სწევდა ჭაპანს და ღირსეულადაც.გაიზარდა დედისერთა ვაჟი და როგორც ცხოვრებაში ხდება,მასაც შეუყვარდა გოგონა(რომელშიც სატანა იყო ჩასახლებული).ვერა და ვერ მოიგო სატრფოს "გული" ყმაწვილმა(უფლისწული ყალბად გაიჟღერებდა).ვაჟი გოგონას ყველა თხოვნაზე სწრაფად რეაგირებდა და ყველაფერს უსრულებდა(თუმცა რის ფასად ???).დედა რა თქმა უნდა ამჩნევდა თავის ერთას ცვლილებას(აგრესიული და მუდმივად ამრეზილი იყო დედის მიმართ).ხვდებოდა დედა,რომ თავისი წვალებით და გაჭირვებით აღზრდილ შვილს სხვა "ქალi" ართმევდა,ართმევდა უბრძოლველად და უსულგულოდ.ერთ დღესაც მორიგ პაემანზე ქალი ამრეზილი დახვდა ვაჟს და სასტიკად დასცინა თავისი მოკრძალებული შესაძლებლობისდა გამო(მიუხედავად იმისა,რომ ყოველთვის ყველა სურვილს უსრულებდა ვაჟი).
ვაჟის კითხვაზე თუ რა სურდა,რა ეწადა მის მიჯნურს ? ეთქვა და ყველაფერს,ყველა ნატვრას და სურვილს აუსრულებდა მას რადაც არ უნდა დაჯდომოდა.გოგონამ(უფრო ზუსტად კი მის სულში ჩასახლებულმა სატანამ)უპასუხა:შენ ყოველთვის იმას მიმტკიცებ თუ როგორ ძლიერ გიყვარვარ,თუმცა კი ჩემზე მეტად დედაშენი გიყვარს.შენს გრძნობას მხოლოდ მაშინ ვიწამებ,როდესაც დედაშენს გულს ამოგლეჯ და მას მე მომართმევო.დაღონდა ვაჟი,ჩაფიქრდა...გუნება მოეშხამა.მთელი დღე იბორიალა და შინ ღამითღა მილასლასდა.დედის გულმა უმალვე იგრძნო,რომ რაღაც სერიოზული ხდებოდა მისი ვაჟის თავს.დაუყვავა,მიეფარა და გამოჰკითხა ამბავი ? ვაჟმა ყოველივე უამბო,რაც მთელი ამ ხნის მანძილზე ხდებოდა მის თავს...უამბო "გულის" ამბავიც...მაშინ კი დედამ უთხრა თავის ერთადერთ იმედს,თავის სასოებით გაზრდილ ვაჟს:"აი,შვილო დანა,აიღე და მიართვი შენს სატრფოს ჩემი გული,მთავარია შენ იყო ბედნიერი,მე იმქვენად შენი ბედნიერებაც დამატკბობს"
.................................................................................... გარბის ვაჟი,მიილტვის თავისი სატრფოსკენ,მიიჩქარის ხელთ კი თავისი დედის ჯერ კიდევ ცხელი და მფეთქავი გული უპყრია და სირბილისას წაიქცა,დაეცა...დედის გული(იმ დედისა რომელიც მან,ასე სასტიკად და უსულგულოდ გაცვალა ახალაზრდა ქალის ახირებულ სურვილზე) კი საოცრად ნაზი,სათნო ხმით პასუხობს შვილს: "როგორ ხარ შვილო,რამე ხომ არ იტკინე ? შეისვენე,წყალი შეისხი და ნელა მიდი შენს რჩეულთან" ... აქ კი ვაჟს ლუციფერისგან დაბნედილი გონება ეხსნება("ბოროტსა სძლია კეთილმან"),სულიერად განადგურებული სწრაფად წამოდგება და თავისი შეყვარებულისკენ გასწევს...და რა დაინახავს მას,უკვე ამაზრზენი სახით უყურებს იმ სინამდვილეს,რომელიც მას აბრმავებდა მთელი ამ ხნის მანძილზე.უყურებს ამ თავისთვის და ვითომ საყვარელ ადამიანს თვალებში და ზიზღის გარდა არანაირ გრძნობას არ განიცდის მის მიმართ...და გაბოროტებულმა(უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავზე) ვაჟმა მოკლა თავისი ფსევდო მიჯნური,იმავე დანით რომლითაც დედის გული გაწირა ხორციელი სიყვარულისთვის.
..................................................................................... დასკვნა თავად გააკეთეთ.ჩემის აზრით კი დედაშვილური სიყვარული უსპეტაკესია,წმინდათა წმინდაა ყველანაირ გრძნობათა შორის.სამწუხაროდ მხოლოდ მაშინ ვაანალიზებთ იმ საუნჯის ფასს,რასაც დედაშვილური სიყვარული ქვია,როდესაც უკვე ძალიან გვიანია.ამ ჩანაწერით კი უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავისადმი და შემდეგ ჩემი მეგობრებისთვის,ახლობლებისთვის კიდევ ერთეხლ მსურდა შემესხსენებინა დედაშვილური სიყვარულის არსი,სათნოება და ჭეშმარიტება.გაუვუფთხილდეთ ყველანი ჩვენს უსაყვარლეს ადამიანებს,ჩვენს დედებს.
1 commentaires:
დიდი მადლობა, კარგი თემაა... თემის დაწერაშიც დამეხმარა და გაანალიზებაშიც. :)
Post a Comment