გრიგალი,ქარი...

ქუჩაში ფრთხილად სეირნობს ქარი,
ზღვის ნაპირს მძლავრად აწყდება ნავი,
მე დამიხრია შენდამი თავი
და დამიდია დემონთან ზავი.

ალისფერ ნისლში ცურავს ღრუბელი,
დგება ზამთარის სურნელი ცივი,
მინდორზე მოსჩანს თოვლის საფარი,
ერთი მე დავრჩი მიუსაფარი...

გრძნობაში ჩაფლულს ლამის ყელამდის,
მივყვები შარას გაზაფხულამდის,
ვადგები გრძელ გზას სიყვარულამდის
და ზღვას მოვყავარ კვლავაც შენამდის.





0 commentaires: