ორშაბათი

- აუუ,გაიგე გიო ახალი ამბავი ? როგორც ყოველთვის რეზის ხმაში ინტრიგა შეიგრძნობოდა. სულ კარგ ხასიათზე იყო,სულ რაღaცის ან ვიღაცის მოლოდინში.
- არა, და რა მოხდა ? ზრდილობის გულისთვის უფრო იკითხა გიომ, ვიდრე აინტერესებდა ვითომ და ახალი ამბავი...თან მზერა იქვე მარკეტთან მდგარ ხალხზე გადაიტანა.
- აბა შენა ხარ რა...რაც შეეძლო ბოლომდე გაწელა ფრაზა რეზიმ,რომ უფრო მეტი დაინტერესება გამოეჩინა გიოს მისდამი, მაგრამ...კოვზი (უფრო ზუსტად იდეა ,დაეტყუა მეგობრისთვის უკვე არაერთგზის ნაცადი ხერხით ფული...)ნაცარში ჩაუვარდა.
- კაი რეზი ახლა მეჩქარება და სხვა დროს იყოს რა...მართლა უნდა გავიქცე. გიო ნაჩქარევად დაემშვიდობა რეზის და დაღმართს დაუყვა.ორ დღეში ეკას დაბადების დღე იყო და სურდა რაღაც ორიგინალური, ეგზოტიკური რამ შეერჩია შეყვარებულისთვის.გეგმები გრანდიოზული ქონდა, სახსრები მოკრძალებული, მაგრამ მთავარი იყო რომ თავს კარგად გრძნობდა, რაღაც უცხო,საამური გრძნობით ივსებოდა მისი გული,როდესაც საყვარელ ადამიანზე ფიქრობდა.
- საქმეები აქვს ბიჭს,ძალიან დაკავებულია....უნდა გაიქცეს ! გამოაჯავრა რეზიმ გიოს და თან გესლიანად გააყოლა თვალი. შემდეგ მორიგ მსხვერპლზე დაიწყო ნადირობა...იქნებ ვინმესთვის მაინც დაეცინცლა 50 ლარი,რომელიც როგორც მას მიაჩნდა მართლაც,რომ "საქმისთვის" სჭირდებოდა. დიდი ხანი არც უცდია, ნიკამ ჩამოიარა. - ნიკუშ, ძმა სად ხარ დაკარგული ტო? ახალი ამბავი გაიგე მართლა ? სცადა ჩვეული ტაქტიკით ფონს გასვლა რეზიმ.
- არა, რა ამბავი ? კაი ამბავია რამე ? ნიკა მართლა გულწრფელად დაინტერესდა და...აქ კი რეზიმ უკვე დრო იხელთა და დაიწყო.
- გიო შეყვარებულია,ეკა უყვარს რა და ზეგ კიდევ ეკას დაბადების დღე აქვს რა...ფულის აგროვება გვინდა რა საძმოს და სურპრიზის პონტში რომ მოვუწყოთ რა გიოს,ხომ იცი რა ტიპიცაა ? ევასება რა ეგეტი რაღცეები."რამანტიკა" და რამე....მოკლედ ერთი 50 ლარი გვჭირდება რა ნიკუშ და ეგ ბაზარია რა.
ნიკა მიხვდა,რომ რეზისგან თავს ისე ვერ დააღწევად და ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა. - ააა...კაი რეზი რაზეა ბაზარი ? აჰა აიღე და გავუსწოროთ გიოს რა, ძმაა ჩვენი ტო. - კარგად აბა რეზი შენ იცი !
- ჯიგარი ხარ ბიჭო ... არ დაგივიწყებთ ძმა...გაცვეთილი ფრაზა მიაძახა უბნელს და უმალ იმით დაკავდა რეზის გონება, თუ სად ეშოვა 15 წუთიანი ნეტარება.
- ვააა,რა მაგარია არა ლეო ??? მოიტანა ბიჭო ??? - აუუუ, რა მაგარია ტოო...ლეო ხანდახან არ ფიქრობ ხოლმე ძმაო...რა კარგი იქნებოდა ცხოვრება ასე ... არანაირი აგრესია,შური,გაუტანლობა...მხოლოდ მოფერება,მხარდაჭერა...არა რა მართლა რა "იდეინნი" ვარ ხოლმე მომენტებში.ფიქრებს წაეღო რეზი...შორს,მაღლა ცაში იყურებოდა და ნეტარების განცდა ეუფლებოდა...
- მართალი ხარ ტო ! რა საჭიროა ეს შეიარაღება,მომზადება,წვრთნები.შენთვის ხარ წყნარად,არავის არ ერჩი.რა უნდათ ტო ? მეც ეგრე ვფიქრობ რეზი ძმა...ღრმა ნაფაზი დაარტყა ლეომ და გამოციებული,არაფრისმთქმელი თვალებით რეზის მიაჩერდა,თითქოს მისგან ელის მხარდაჭერასო.
- კიიიი,მართალი ხარ ლეო,ტო მართალი...ახლა წავედი საქმეები მაქვს მე,ბევრი საქმეები...საქმეები.თითქოს თავისივე ხმა მეორდებოდა,უკან ბრუნდებოდა და რაღაცას შთააგონებდა...საქმეები მაქვს, ბევრი საქმეები...
- ეეეჰ,უნდა შევეშვა რა ამ საწამლავს.გადაწყვეტილი ამბავია,ხვალიდან აღარ ვეკარები რა,მორჩა.ანდა ხვალიდან არა,ხვალ რა დღეა რო ? პარასკევი ... აუუუ ხვალ კოკისთან კაი პონტი ეძრობა და.ორშაბათიდან ვანებებ რა თავს...
ორშაბათი
- ვააა,ნიკა როგორ ხარ ტო? ახალი ამბავი გაიგე ? რეზი ჩვეულ სტიქიაში იყო.
- არა, რა ხდება რო ? ნიკა წუთით შეყოვნდა.
- რა და ბიჭო,გიოს ეკას მამისთვის ეკას ხელი უთხოვია და...ქორწილი იქნება მალე....ჩვენ,საძმო კიდევ ქორწილის საჩუქრისთვის ფულს ვაგროვებთ რა. 50-50 ლარს რა...განა "სტავკაა"...ვისაც რა ექნება რა ....გიოს სურპრიზი გვინდა რომ მოვუწყოთ რა,ხომ იცი რა ტიპიცაა? ევასება რა ეგეტი "რამანტიჩნი" რაღაცეები ტო.


ვახ რა ცუდად ვარ ....არა უნდა შევეშვა რა.მართლა უნდა შევეშვა...ორშაბათიდან თავს დავანებებ ამ საწამლავს რა...ორშაბათიდან

0 commentaires: