ო ც ნ ე ბ ა

ყოველ საღამოს როს შებინდდების,
როცა დაჰქროლავს ნიავი ნაზად,
მაშინ შემიპყრობს სურვილი ტრფობის
და უამრავი ფიქრები მომდის.

ოცნება თითქოს ამაფრენს ცაში,
შემომატარებს ქვეყანას წამში,
მე შენ დაგეძებ კელაპტრით ხელში,
ვერ კი გპოულობ ამ სიბნელეში...

ძლიერ დაღლილი, ქანცგაწყვეტილი,
ვბრუნდები შინ მე გულდაწყვეტილი,
მე ძლიერ მინდა შენ რომ გიხილო
და გაგიმხილო ეს საიდუმლო.

0 commentaires: