ვინ დაუჯერებს კომედიანტს ? ...ვინ ამოიკითხავს მის გულის ნადებს და ვინ შეიცნობს მის შინაგან სამყაროს, იმ სამყაროს, რომელიც მისი ნიღბის უკან იმალება ... ?
ბრძენკაცს უთქვამს : კომიკოსები(კომედიანტები) რეალურ ცხოვრებაში საკმაოდ ნაღვლიანი ბუნების ადამიანები არიან,მარტოსულნი და თავის თავში ჩაკეტილი ხალხიო... დავუჯეროთ ?
...
ჰენრი ჯეკმანი ახალ ნომერს დგამდა,ასე ვთქვათ ნომრის პრემიერა იყო.მან რაღაც განსხვავებული შექმნა,სხვა...ტიპიური კლოუნის ნომრებისგან განსხვავებული(ანუ მისი წარმოსახვა გასცდა კეგლებისა და ბურთების ტრიალს,რითაც კლოუნთა უმრავლესობა ართობს შეკრებილ პუბლიკას...).
..შეხედეთ როგორი ტლანქი და უმწეოა,ყველაფერი უვარდება ხელიდან.....ნომრის ბოლოს აპლოდისმენტებთან ერთად,ათასგვარი დამამცირებელი "ბუკეტით" აჯილდოვებდა საბრალო კლოუნს აჟიტირებული მაყურებელი....რა არ მიფრინავდა ბეჩავი ჰენრის მიმართულებით...ბანანის ქერქი,სიმინდის ბურბუშელები,რამოდენიმე "მადლიანმა" ვაშლიც კი "გაიმეტა" მისთვის. წარმოდგენის ბოლოს ხალხი კმაყოფილი ტოვებდა დარბაზს... ჰენრი კი,ჰენრი...უხმაუროდ შეყუჟულიყო თავის პატარა ოთახ-საგრიმიოროში და...ტიროდა, საოცრად ნაღვლიანად ტიროდა...
0 commentaires:
Post a Comment